“საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინის ვალდებულება ძალაში რჩება”

“საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინის ვალდებულება ძალაში რჩება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით კარანტინის რეჟიმი ისევ ძალაში რჩება.

მისივე განარტებით, ქვეყანაში შემოსულ ყველა ადამიანს კვლავ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს, თუმცა შესაძლოა, იყოს გარკვეული გამონაკლისიც და პირი თვითიზოლაციაში გადავიდეს.

ჯერჯერობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი რჩება ყველა შემოსული ადამიანისთვის. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი თვითიზოლაციისა, როდესაც ვთქვათ არის ოჯახი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები