საქართველოში საფრანგეთის ელჩი – ჩემი სურვილია, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე

ჩემი სურვილია, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გაერთიანება მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.
„დღევანდელ დღეს, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის პოლიტიკური, რეგიონული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუცია იყოს ძლიერი, გამართული.
ამასთან დაკავშირებით მე ვისურვებდი, ეს ჩემი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე. ძლიერი, გაერთიანებული პოლიტიკური გარემო დაეხმარება საქართველოს, რომ ყველა ეს გამოწვევა დაძლიოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი სურვილია, რომ გაერთიანება მოხდეს“,- აღნიშნა ელჩმა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას ეხმაურება
მამუკა მდინარაძე თვლის, რომ კახი კალაძემ დასაწყისშივე აჩვენა დედაქალაქს, რომ ის ნამდვილად გაამართლებს საზოგადოების ნდობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდან იყო გამოხმაურება საქართველოზე და მან ახსენა საქართველო თავის გამოსვლაში, ვფიქრობ, რომ საქართველო მომავალშიც მუდმივად იდგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში და ამისთვის ვიყენებთ ყველა შეხვედრას და ყველა ვიზიტს“

კახა კალაძე: გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას

ირაკლი კობახიძე-ბონუსის ამოღება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვება არარედაქციული შესწორებებია
