საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია

საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია

საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია – ასეთი შედეგი აჩენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სტატისტიკის ეროვნულმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. ეს არის პირველი დოკუმენტი 2009 წლის შემდეგ, რომელიც ძალადობას ეხება.

კვლევის შედეგების თანახმად, 2009 წლიდან მოყოლებული მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ არსებობს პრობლემები. გამოკითხული ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ქალის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.

“მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ცალსახად წინ მიდის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი და საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს ამ პრობლემის შემცირებას და მოძალადეების მიმართ დამოკიდებულება იყოს განსხვავებული, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში არის ხოლმე”, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

პრეზენტაციამდე ცნობილი გახდა, რომ ქართველი ქალების 9% ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები