“საქართველოში “ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან, მხოლოდ 5 შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდა”

“საქართველოში “ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან, მხოლოდ 5 შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდა”

ქვეყანაში „ომიკრონი“ უკვე ინტენსიურად ცირკულირებს. გუშინ, „ომიკრონის“ 176 შემთხვევა დადასტურდა და წინა დღესთან შედარებით გვაქვს გაორმაგება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„სადღაც 1000 შემთხვევამდე მოვახერხებთ, შემდეგ, თითოეული შემთხვევის დეტალური ანალიზი გაგვიჭირდება. ჯერჯერობით საიმედო ინფორმაცია რაც გახლავთ, საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან, მხოლოდ 5 შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდა და აქედან, 4 უკვე კლინიკიდან გაწერილია. თითქმის ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები