საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რიცხვი შესაძლოა ხვალ გაიზარდოს.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რიცხვი შესაძლოა ხვალ გაიზარდოს.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რიცხვი შესაძლოა ხვალ გაიზარდოს. ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„დღეს და ხვალ, ამ მონაკვეთში დაახლოებით 2-3 ადამიანთან შეიძლება გვქონდეს უკვე 2 უარყოფითი პასუხი და გვყავდეს 2-3 სრულად გამოჯანმრთელებული ადამიანი. ხვალისთვის უკვე შეიძლება გვყავდეს რამდენიმე ადამიანი გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 34 პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში არ გართულებულა, თუმცა 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 75 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები