საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია – 15 კარანტინის რეჟიმშია – 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები