საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6 867.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 102-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 393-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები