საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 573-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია  3076 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები