საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„გამოვლინდა 265 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 165 შემთხვევა, თბილისში – 43, იმერეთში – 27, კახეთში – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, ქვემო ქართლში -3, შიდა ქართლში- 2“, – განაცხადა ენდელაძემ.

ქვეყანაში COVID-19-ის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 390 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 640, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები