საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით –3 566.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 351 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 709 გამოჯანმრთელდა, 3 194 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 474, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 676 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 268 პირი.

ამასთან, 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები