საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 802 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 472, „პისიარ“-ტესტით – 15 330.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო შვიდი დღის – 5,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 934 741 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 895 315 გამოჯანმრთელდა, 13 800 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა  2 512 858 აცრა, დღიურად აცრილია 5 532.

კარანტინის რეჟიმშია 57, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 551 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 858 პირი.

ამასთან, 30 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 331 პაციენტი, გარდაიცვალა 51.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები