საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 13 გაიზარდა და 1 435-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები