საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

„ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება და მთავარი მანდატი არის ინფლაცია“- მურთაზ კიკორია

სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში კოლეგებს მიმართა და ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება.

პრემიერის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა
