, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა

, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 275 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 268 693, გარდაიცვალა 3 658 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 PCR ტესტით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები