“საქართველოში ხვალ ისევ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ”

“საქართველოში ხვალ ისევ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ”

საქართველოში ხვალ ისევ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნების შემთხვევაში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია მოწოდებულია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები.
“საქართველოში ხვალ ისევ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნების შემთხვევაში. რაც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი, ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოწოდებულია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს არის დემოკრატიის ტესტი და „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მთავარი მიღწევის უარყოფას არასდროს აპირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუ არ ჩავთვლით იმ ტყუილებს, რომელიც მოდის სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, თუ არ ჩავთვლით პროვოკაციებს, რაც ისევ და ისევ მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობიდან“. რეალურად, მცირე დარღვევების გარდა, წინასაარჩევნო გარემო შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად და იქნება აბსოლუტურად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები