საქართველოში გრიპის ვირუსის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

საქართველოში გრიპის ვირუსის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

საქართველოში გრიპის ვირუსის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „აპელირება იმაზე, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი იურიდიული პირები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე,
„კვირა“ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათისშეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება.
ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება.
ასევე, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება დამოსახლეობის
შეცდომაში შეყვანით შეეცადონ შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოს და აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.
გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე.
შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ – მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“,
შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,” – ნათქვამია განცხადებაშია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები