საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი

საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი

23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი, – ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები