საქართველოში დღეს ძლიერი ქარია.

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია.

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს სთავაზობს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.

“იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით შენობის გარეთ:

იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი; დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები);

დარეკეთ 112-ში; შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას; დაელოდეთ სამაშველო რაზმს.

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით დახურულ სივრცეში:

მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად;

დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან;

მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ;

იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები