საქართველოში დღეს „დედაენის დღე“ აღინიშნება.

საქართველოში დღეს „დედაენის დღე“ აღინიშნება.

საქართველოში დღეს „დედაენის დღე“ აღინიშნება. აღნიშნული დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება. მაშინ ქართულმა ინტელიგენციამ, საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან ერთად, მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რათა ხელი შეშლოდა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, საქართველოში შეიძლებოდა, გაუქმებულიყო.აღსანი
შნავია, რომ “მცირე ენების” გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მაშინ მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.
თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დედაენის ბაღში დღეს, 12:00 საათიდან გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, „დედაენის ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები