საქართველოში C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 98%-ია-არჩილ თალაკვაძე

საქართველოში C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 98%-ია-არჩილ თალაკვაძე

საქართველოში C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 98%-ია, ხოლო სკრინინგული კვლევა 900 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ ჯანდაცვის უწყებას და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
„C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პროგრამაში უკვე ჩაერთო 45 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ჩვენი აფხაზი ძმები და დები. C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 98%-ია, ხოლო სკრინინგული კვლევა 900 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. ეს არის შესანიშნავი შედეგი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ექიმებსა და ექთნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს – თქვენ ურთულეს მისიას წარმატებით ასრულებთ. ასევე, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში ფასდაუდებელია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები