საქართველოში “ბუსტერ დოზით” 31 256 ადამიანია აცრილი

საქართველოში “ბუსტერ დოზით” 31 256 ადამიანია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 308 497 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 230 347 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 43.3%.
“სრულად ვაქცინირებულია 1 046 097 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.6%.  ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 31 256 ადამიანს. 11 დეკემბერს აიცრა 6 817 ადამიანი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები