საქართველოში ბოლო სამ კვირაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა

საქართველოში ბოლო სამ კვირაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი კვირის განავლობაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს აქვს დადასტურებული.

მოგეხსენებათ, ტრაილერების მძღოლები არიან ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. დღემდე „პისიარ“ ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი.

ყოველდღიურად სადღაც 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო სამი კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებული შემთხვევაა „პისიარ“ ტექნოლოგიით. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღემდე სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი.

„ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული.

ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი“,– განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოში 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები