„საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხს აგებს კანონის წინაშე-მამუკა ბახტაძე

„საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხს აგებს კანონის წინაშე-მამუკა ბახტაძე

„საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხს აგებს კანონის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე და გავრცელებულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მისი მიდგომა და “ქართული ოცნება” ამას ყოველთვის უზრუნველყოფს.
“ჩვენი ისტორია რომელიც უკავშირდება 2012 წლის შემდგომ განვითარებულ დემოკრატიის ტრანსფორმაციას საქართველოში, სწორედ ამის ნათელი მაგალითია. საქართველოში ხელშეუხებელი არავინ არის. თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება საგადასახადო დავალიანებას, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მას თავისუფალ მასმედიასა და ტელევიზიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ეს არის ქარხანა, კომერციული საქმიანობა, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და აქვს შესაბამისი გადასახადები, მათ შორის სააქციზო გადასახადი. გადასახადები საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, პარალელურად არის თუ არა რაიმე მედიააქტივის მფლობელი. ეს არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიაპლურალიზმი და თავისუფალი მედია. ეს არის ყველა საერთაშორისო რეიტინგში კარგად ასახული და დანახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხების ერთმანეთთან გადაბმა, მინდა პირდაპირ განვაცხადო, არის სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას ასეთი სახით მიაწოდონ ინფორმაცია”,- აღნიშნა პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები