საქართველოში, “არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ”-კვირიკაშვილი

საქართველოში, “არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ”-კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში, “არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ”.

მთავრობის დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას, მან კიდევ ერთხელ “მიულოცა ყველას 21 ოქტომბერს ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები”.

“ვფიქრობ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, ეს იყო გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, ასევე, ადგილობრივ დამკვირვებლებს, არასამთავრობო სექტორს და ასევე მედიას ასეთი კარგი გაშუქებისთვის”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თითოეული ახალი არჩევნები საქართველოში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული.

“ყველამ დაინახა განსხვავება და თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის  ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და ამ არჩევნებში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ დონეზე არჩევნების ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება დიდი ქულა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები