საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი მარტიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში დღის მეორე ნახევარში და 2 მარტის ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები