საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 16 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 16 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 16 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.​
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.
​კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები