საქართველოში, 5 აპრილამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

საქართველოში, 5 აპრილამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
საქართველოში, 5 აპრილამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში, 1-ელ აპრილს, უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
2-3 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2 აპრილს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები