საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„24 საათის განმავლობაში გვაქვს სამი გარდაცვალება, ორი გარდაცვალება ბათუმში და ერთი ქუთაისში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ განაცხადა, მათ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

რაც შეეხება ქუთაისში გარდაცვლილ 88 წლის პაციენტს, ის ოზურგეთიდან იყო. როგორც ქუთაისის კოვიდმიმღებ ცენტრში აცხადებენ, მას ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები