საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის,შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის,შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, 35 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა, მარი პიერ ნიკოლეტმა.
აღნიშნული ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
“AFD-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა;
• ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა;
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და მინიმუმ 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა.
AFD მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან სოციალურ სფეროში 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამურად იქნება 105 მლნ ევრომდე”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანხები ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს წარმოადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები