საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისთვის აღსანიშნავად კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა

საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისთვის აღსანიშნავად  კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა

საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისთვის აღსანიშნავად  კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს,  თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, კანადის აკადემიური წრეებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა დამსწრე სტუმრებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ისაუბრა ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკური განვითარებაზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე, საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტურისტული ღირშესანიშნაობების თაობაზე.

ღონისძიების ფარგლებში  ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები