საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსმა – ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში – ჰაიკე ფაიჩიმ “საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ”  შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის მიერ საერთო თუ მსოფლიო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას. ამასთან, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით, როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები