საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ. მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს-ფედერიკა მოგერინი

საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ. მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს-ფედერიკა მოგერინი

საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ. მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა და ეს ეუთო-ს ODIHR-მადაადასტურა. ჩვენ მოხარული ვართ ვენეციის კომისიის დადებითი შთაბეჭდილებით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ქართულმა დელეგაციამ საბჭოს სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები