საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანელ კოლეგას – რამილ უსუბოვს შეხვდა.

საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებასა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ და რამილ უსუბოვმა, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ტურისტული ნაკადების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები.
“ვისაუბრეთ საზღვრის მართვაზე. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნარკოტრაფიკის კონტროლი. ამ მიმართულებით გამოწვევები საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით, ირანის ფაქტორის გათვალისწინებით და ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ, რომ კონკრეტულად ჰეროინის ტრაფიკს ირანიდან ერთობლივად ვებრძოლოთ. ეს სერიოზული გამოწვევაა და ვფიქრობ, აქ გამოსავალი არის მხოლოდ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. სხვანაირად, ცალკეულ სახელმწიფოებს მსგავსი ტრანზიტის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლა საკმაოდ გაუჭირდებათ”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შემდეგ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები