საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით საკონტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით საკონტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით საკონტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, აღნიშნულს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა:

„სამი-ოთხი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მაგალითად, ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა. მაგრამ ყველას ეცოდინება, თუ რა კონსტიტუციის მიხედვით გვიწევს ჩვენ ცხოვრება და ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ის. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოგზავნილ დასკვნაში. მთავარი განსხვავება კი, მოქმედ კონსტიტუციასა და ახალ კონსტიტუციას შორის არის ის, რომ დღევანდელი კონსტიტუციით თავისუფლადაა შესაძლებელი ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ამის მიხედვით პრაქტიკულად ნულამდეა დასული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების რისკი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები