საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 13-14 თებერვალს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები გაიმართება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს შეხვდება.

შეხვედრაზე განიხილავენ: ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და მარტში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მასპინძლობით დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლება “NATO-GEO EXERCISE 2019”, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

ორმხრივი შეხვედრა ასევე გაიმართება ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონთან.
ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები