საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი არჩევანი დიდუბის მე-8 ოლქის 26-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

მინისტრი არჩევნებზე მამასთან ერთად მივიდა.
“პოლიცია არის აპოლიტიკური, ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტის პრინციპს. დღეს ჩემი არჩევანის შესახებ საჯაროდ განცხადებებს არ გავაკეთებ. პატივს ვცემ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმუმი გაკეთებული იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვეა. ამ წუთამდე პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხადარა და იმედია ისე ჩაივლის ეს პროცესი”, – აღნიშნა მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები