საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გამართა

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გამართა. სამხედრო-საჩვენებელი კომპონენტის ბოლო დეტალები სამხედრო მოსამსახურეებმა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძესთან ერთად გაიარეს.
ფიცის დადებისთვის ემზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა. 26 მაისს 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის – “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში” (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი ემზადებიან.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო ფორმებით მიიღებს მონაწილეობას.
დღესვე, რეპეტიცია ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და სარიტუალო ასეულმა გაიარა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინი”. მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, “ჩინგორი”, “დიდგორი”, “ლაზიკა”, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, “ჰამერი”, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.
სამხედრო ტექნიკა შემდეგ ქალაქებშიც გამოიფინება: თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ამბროლაური და საჩხერე.
მსგავსი სიახლეები

“ანბანით მოთხრობილი საქართველო” – სულ მალე ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება
