საქართველოს საპატრიარქომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

საქართველოს საპატრიარქომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
როგორც მასშია ნათქვამი, დედოფლის წმინდა ნაწილები რამდენიმე ეპარქიას მოივლის.
„საქართველოში ინდოეთიდან მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, შაბათს, 19 სთ-ზე დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი.
ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმ.დედოფლის წმ.ნაწილი, წირვაზე, 11სთ-ზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.
ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13 სთ-ზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმ.ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.
ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში“- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

ნათია თურნავა: აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომა ალექსანდრე მოწერელიას ხელმძღვანელობით გაიმართა

“იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა დროულად აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო გადაუხადოს”

არსებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა ოპერაციის დაწყებამდე იმ პირის ვინაობა დაასახელა, ვინც მასზე თავდასხმა მოახდინა
