საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს
საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ვიცესპიკერს შეხვდა.
შეხვედრაზე ვიცე-სპიკერის საქართველოში ვიზიტის შედეგები განიხილებოდა, რომელიც სოფიო ქაცარავას საპასუხო ვიზიტით გაგრძელდა ჩინეთში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც ძირითადად ეკონომიკური კავშირებითა და თავისუფალი ვაჭრობითაა განპირობებული.
მა პეიჰუამ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით, საქართველოს წინსვლაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნით, დღითიდღე უფრო მეტი ჩინური კომპანია ინტერესდება.
სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა საქართველოში ტურიზმის მნიშვნელობას და მისი განვითარების პოტენციალს.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესია, რაც ქვეყნის წინსვლასა და პროგრესზე მეტყველებს. ჩვენს კოლეგებს ვაცნობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ვთანხმდებით თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგზე”, – აღნიშნა საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ასევე, ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტთან, სადაც საუბარი ძირითადად განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა.
„საქართველოში ჩინური ენის მიმართ ინტერესი იზრდება და ეს ორი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაკავშირების ძალიან კარგი შესაძლებლობაა”, – აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა და ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულების განვითარების მხარდაჭერა შესთავაზა.
როგორც სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის ფარგლებში გამართულ კონფერენციებში უკვე ქართველი სტუდნეტებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც სტაბილურობის, უსაფრთხოების, მშვიდობის დამყარების და სხვადასხვა საკითხებზე იმართება.
მსგავსი სიახლეები

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მივიღოთ ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს”

ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია-სოფიო კილაძე

ავსტრიის ელჩი – მე ინტერვიუში მკაფიოდ მივუთითე, რომ საქართველოში კორუფცია დაბალ დონეზეა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია
კალაძე-“მინდა, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს – საარჩევნო ამოცანის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან, ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის რაიონებში არსებობს”
