„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს“-პრემიერი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს“-პრემიერი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჟურნალიტებს განუცხადა.
პრემიერმინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე მუშაობდნენ, მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, პროკურატურა მტკიცებულებებს სწავლობს, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვნახეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომლებსაც, ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მინდა, გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ – გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მას ამისთვის მადლობას ვუხდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.
ამასთან, სუს-მა გუშინვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.
სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები