საქართველოს სახალხო დამცველმა ავღანეთში, ”მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში წარგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ავღანეთში, ”მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში წარგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გაბიანმა ავღანეთში, ”მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში წარგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბში შეხვდა და მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები დაათვალიერა.

შეხვედრისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელსაც სახალხო დამცველი ინფორმაციის სახით მიაწვდის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბაგრამის ავიაბაზის მეთაურთან ლეოპოლდო ქვინტასთან, ავღანეთში ნატო-ს სამოქალაქო წარმომადგენლობის დირექტორთან კრისტიან ბოცვეინთან და ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის აღმასრულებელ დირექტორთან მუჰამედ მუსა მაჰმუდთან.

ისაუბრეს ავღანეთში მყოფი სამხედროების უფლებების და საჩივართა განხილვის არსებულ მექანიზმებზე, გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობას და ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის საქმიანობისა და გამოცდილებას.

საქართველოს სახალხო დამცველი მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ავღანეთში მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვიზიტის ორგანიზებისა და თანამშრომლობისათვის.
სახალხო დამცველის ოფისი ერთ–ერთი პირველია მსოფლიო ადამიანის დამცველ ინსტიტუტებს შორის, რომელმაც სამშვიდობო მისიებში წარგზავნილი სამხედროები მოინახულა, მონიტორინგის მიზნით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები