საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, თუ დადასტურდება, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ ადამიანთა შორის ახმედ ჩატაევიც არის, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, როგორ მოხვდა ის საქართველოს ტერიტორიაზე.

“მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა ამ კონკრეტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. თუნდაც, როგორ მოხვდა ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება შესაბამისი ორგანოების მხრიდან”, – თქვა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა უკვე მოინახულა სპეცოპერაციის დროს დაკავებული ს.დ. ნანუაშვილის თქმით, ის მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა მათგან, ვის მიმართაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

“მოინახულა ჩვენმა წარმომადგენელმა დაკავებული, ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს თუმცა, აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას, ასევე ამბობს, რომ ის არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია, დიდ ნაწილს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა, შესაბამისად, ის იყო დაინტერესებული, რომ მეტი ინფორმაცია მიეღო მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რა ინფორმაციაც ჩვენ მას მივაწოდეთ”, – ამბობს ნანუაშვილი.

ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, 2012 წლის აგვისტოში დააკავეს. მას ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მის ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც, ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, რომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. 2013 წლის დასაწყისში კი, მის წინააღმდეგ საერთოდ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ახმედ ჩატაევი, ამის შემდეგ, საქართველოდან წავიდა და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ISIS-ს შეუერთდა.

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცელი ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები