საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.

„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირდაპირ მხარდაჭერას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის განკარგულების საფუძველზე, ქართულმა მხარემ შეწყვიტა „საქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე” 1993 წლის 18 მაისის დადებული შეთანხმების მოქმედება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა 2018 წლის 1-ელ ივნისს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით გადაეცა სირიის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.
გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცნობა ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები