საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და კიდევ ერთხელ შეაფასა გერმანიისა და ევროპის სხვა სახელწმიფოების პროგრამები, რომელიც მათ ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობენ.

„ეს პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან, რათა ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში. ამას ხელს უწყობს როგორც გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები, ასევე ჩვენი მთავრობაც, რომელსაც აქვს რეინტეგრაციის სპეციალური პროგრამები რეადმისირებული პირებისთვის საქართველოში შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მათ ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციით მხოლოდ დაშვებული პირობებით, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს მთავრობა” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თმით ვიზალიბერალიზაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, რომლის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს მარტის დასაწყისში ესტუმრება. „მაშინვე, როგორც კი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გაჩნდა კითხვები ვიზა ლიბერალიზაციის პირობების დაზღვევასთან დაკავშირებით და გარკვეულწილად გაიზარდა სტატისტიკა, მყისიერად დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენს პარტნიორებთან დავიწყეთ ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გასაცემად.

სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში ჩამოვლენ გერმანიის მთავრობის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და ჩვენ უკვე საქართველოში განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება დღის წესრიგში არ დადგეს. მოგეხსენებათ, რომ მე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან. ასევე გერმანიაში უკვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მანაც გამართა შეხვედრები და პირველადი კონსულტაციები და დაიგეგმა გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ეს ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, ჩვენს დროულ და ადეკვატურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები