საქართველოს საელჩო ავსტრიაში: მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები

საქართველოს საელჩო ავსტრიაში: მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები

ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

“კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ავსტრიის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოქალაქეების გადაადგილების თაობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც ძალაშია 16 მარტიდან 13 აპრილამდე❗️
აღნიშნული შეზღუდვების მიხედვით, სახლიდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა იყოს შემდეგი სახის: სამსახურებრივი აუცილებლობა; ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა; სხვა ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ; სუფთა ჰაერზე გასვლა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე, შინაური ცხოველების გასეირნების მიზნით.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.

ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ 1️⃣4️⃣5️⃣0️⃣.
ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავსტრიის ჯანდაცვისა და კვების უსაფრთხოების სააგენტოს (AGES) – 0800 555 621;

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ავსტრიის ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია https://www.sozialministerium.at/…/Coronavirus—Aktuelle-M…

საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე:

☎️ +43 676 3358590
☎️ +43 676 6246194″,- ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები