“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძე დამტკიცდა.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძე დამტკიცდა.

სს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დავით ფერაძე დღემდე იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას. იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში.

როგორც ცნობილია, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები