“საქართველოს რკინიგზამ” ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

“საქართველოს რკინიგზამ” ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

“საქართველოს რკინიგზამ” ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. “საქართველოს რკინიგზა” 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით  №852/851 მატარებლით გადაიყვანს.

„თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი თბილისის სადგურიდან 8:50 წუთზე გავა და ბათუმში 14:15 წუთზე იქნება, ხოლო ბათუმიდან 18:30-ზე გამოვა, თბილისში კი 23:59-ზე ჩავა. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეგიძლიათ“,- აცხადებენ რკინიგზაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები