საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ამ ეტაპზე, ტენდერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლების მშენებლობაზეა გამოცხადებული.
მუნიციპალური გავითარების ფონდი 2019 წელს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა, მუნიციპალური გავითარების ფონდს, 2019-2020 წლებში, სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები