საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პარტია ”ახალი ძალები” ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

”დღეს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები მოქალაქეობის ჩამორთვების შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გასაჩივრების დეტალებს გაასაჯაროებენ”, – ნათქვამია პარტია ”ახალი ძალების” განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 26 ივლისის ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები