საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები გაეცნენ საქართველოს პროკურატურის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს, საერთაშორისო თანამშრომლობის ალტერნატივებს და საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე და სამოქმედო გეგმებზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე  საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ  ერთეულებსა და პროკურორთა დატვირთვაზე.

შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა  განვლილი საპროკურორო საქმიანობა შეაფასეს. გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე  და საქართველოს  პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები